უახლოესი თვეების განმავლობაში ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 25 %-ით გაიზრდება,_ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა უგო ჩავესმა განაცხადა.
ჩავესი, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს, აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის სფეროს შემოსავლებს ვენესუელის სოციალური სფეროს სუბსიდირებას მოახმარს. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მუშების ხელფასი უკვე 1-ლი მაისიდან 15 %-ით გაიზრდება.
2011 წლისთვის კი ვენესუელელთა მინიმალური ხელფასი 360 დოლარს მიაღწევს. ამასთან, ჩავესმა აღნიშნა, რომ სახელფასო ანაზღაურება ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან, 1999 წლიდან მატულობს.
"ჩვენ ხელფასებს არ ვამცირებთ და არც საპენსიო ასაკს ვწევთ ზემოთ",_აღნიშნა ჩავესმა.