ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ბიძაშვილი მუჰამედ ლაშტარი ნიკარაგუის პრეზიდენტ დანიელ ორტეგას პირადი მდივანი და საგარეო საკითხებში მისი მრჩეველი აღმოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი La Nacion-ი WikiLeaks-ის მასალაზე დაყრდნობით იტყობინება.
ამასთან, გამოცემამ ნიკარაგუაში აშშ-ის ყოფილი ელჩის პოლ ტრაიველის ოთხი საიდუმლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც მტკიცდება, რომ მუჰამედ ლაშტარი ლიბიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
"მუჰამედ ლაშტარი დენიელ ორტეგას გარემოცვის გადამწყვეტი ფიგურაა და კადაფის დაზვერვის სამსახურთანაა დაკავშირებული, მისი საშუალებით ნიკარაგუის პრეზიდენტის ფარული დაფინანსება ხორციელდებოდა",_ნათქვამია 2007 წელს დათარიღებულ საიდუმლო ანგარიშში.
გამომცემლობა ამტკიცებს, რომ 51 წლის ლიბიელი ნიკარგუაში 1979 წელს სანდინის რევოლუციისთანავე ჩავიდა, როცა ხელისუფლებაში დანიელ ორტეგა მივიდა.
მუჰამედ ლაშტარს ნიკარაგუის მოქალაქეობა აქვს და ცნობილია, როგორც ბიზნესმები. კერძოდ, მას ეკუთვნის სოფლის მეურნეობის მსხვილი კომპანია Anilib-ი.