პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ჯვრისწერის ცერემონიალს ეკრანისა და რადიოსაშუალებით მთელი მსოფლიოს 2 მილიარდი ადამიანი შეუერთდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Daily Mail-ი იტყობინება. ეს პირდაპირი ტრანსლაციისთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
ბუკინჰემის სასახლის წინ დაახლოებით ასამდე ტელე- და რადიოსადგური იმუშავებს. იქვე ორი დროებითი კონსტრუქცია დამონტაჟდება, სადაც 22 ტელესტუდია განთავსდება.
გადაღებებისთვის ათასობით განსხვავებულ ვიდეოკამერას გამოიყენებენ. მათი ნაწილი საკურთხეველში დადებულ ყვავილების თაიგულში, შენობის გაშემო მცენარეებსა და სახლების კედლებზე იქნება დამონტაჟებული.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს ბი-ბი-სის 550 თანამშრომელი გააშუქებს. ცერემონიალში ასობით ცნობილი ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას.
ტრანსლაციაში მონაწილე აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მილიონი ადამიანი სამეფო ქორწილს ინტერნეტის მეშვეობით უყურებს. ამასთან, ცერემონიალს YouTube-ზე პირდაპირი ეთერით თვით სამეფო ოჯახის ოფიციალური არხი გადასცემს.