ავღანეთში ნატოს ავიადარტყმების შედეგად უსამა ბინ ლადენის შემდეგ "ალ-ქაიდას" ყველაზე გავლენიანი წევრი აბუ ხაფეზ ა-ნაჯარი დაიღუპა.
ა-ნაჯარი, რომელიც, ასევე, აბუ ალ-ანის სახელით იყო ცნობილი, ტომის მეთაურებსა და უცხოელებს თავს ესხმოდა. ამასთან, საწვრთვნელ ბანაკებს აყალიბებდა.
ნატოს შეფასებით, "ალ-ქაიდას" დაახლოებით 100 წევრი კვლავაც ძველებურად მოქმედებს ავღანეთში. გასულ თვეს, ალიანსის მონაცემებით, "ალ-ქაიდას" 25-ზე მეტი წევრი მოკლეს.
შეგახსენებთ, "ალ-ქაიდა" ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანას მოითხოვს. საფრანგეთის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯერ კიდევ იანვარში უსამა ბინ ლადენი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.