CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში, არკანზასის შტატში ძლიერ ქარიშხალს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა 14 სახლი დაანგრია. ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ტორნადომ არკანზასში საჰაერო ძალების ბაზასაც შეუტია, რის შედეგადაც 2 მფრინავი დაშავდა და დაზიანდა ასაფრენი ზოლი. 15 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ადგილობრი მაცხოვრებლები აცხადებენ მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი არკანზასში 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.