კომპანია `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 27 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მიცკევიჩის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ბურძგლას, ცაგარელის, საირმის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.