ისრაელსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გამორიცხულია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი მესამე ძალის მიერ არის ოკუპირებული.
~ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სოხუმთან მიმართებაში ოფიციალურად მიიღონ, საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა შეთანხმდეს და ეს ისრაელმა კარგად იცის~ - აღნიშნა კალანდაძემ.