ავღანეთში, ყანდაღარის ციხიდან 500-მდე პატიმარი გაიქცა.
როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, გაქცეულებს შორის უმეტესობა დაჯგუფება თალიბანის მებრძოლები და მეთაურები არიან.
პატიმრებმა ციხეში 360 მეტრი სიგრძის გვირაბი გათხარეს. გვირაბის გათხრას მათ 5 თვე მოანდომეს. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულთაგან 65 ავღანეთის სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააპატიმრეს.
როგორც ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, პატიმრები სერიოზულ საფრთხეს შუქმნიან მოსახლეობას.
ყანდაღარის ციხე სამხრეთ ავღანეთში ყველაზე დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.