ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის "ცინიზმად" აფასებს.
"ეს ნაბიჯები სხვა ნიბიჯებთან ერთად წარმოადგენს რუსეთის მიერ არჩეული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას. ოკუპანტი სახელმწიფო ცინიკურად ცდილობს, საერთოდ არ მიიღოს ყურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ღირებულებები და ცინიკური და გამიზნული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ მისი პოლიტიკის საყოველთაო დემონსტრირება მოახდინოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, კალანდაძემ ცინიკური უწოდა ლავროვის განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს თავდაუსხმელობის ფაქტს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ვიზიტით უკვე აფხაზეთში ჩადის.