ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი- კოპმანიაTokyo Electric Power -ი რეაქტორთან ახლოს მცხოვრებ ევაკუირებულ მოსახლეობას კომპენსაციას გადაუხდის.
თითოეული ევაკუირებული ოჯახი, რომელთა რიცხვიც 50 ათასს აღემატება, სავარაუდოდ, 1 მილიონ იენს (12, 2 ათას დოლარს) მიიღებს. პირველ დღეს ამ თანხას 100 ოჯახს გამოუყოფენ.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 6 აპრილს კომპანიამ რეაქტორის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს სიმბოლური ფულადი კომპენსაცია შესთავაზა.
31 მარტისათვის თანხა 9 დასახლებულ პუნქტს ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან გაუნაწილეს, თუმცა ქალაქ ნამის მოსახლეობამ იგი არ მიიღო, როგორც მხოლოდ მცირედი კომპენსაციის მცდელობა მათ უზარამაზარ ზარალთან შედარებით.
"ჩვენი ადამიანები იტანჯებიან, რაც ავაშენეთ, ყველაფერი განადგურებულია",_აღნიშნა ქალაქ ნამის მერმა.