განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოყოფილ დახმარებას იაპონია 610 მილიონი დოლარით შეამცირებს
იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეყილება, რათა განვითარებად ქვეყნებს ოფიციალური დახმარების თანხები შეუმციროს. ეს გადაწყვეტყილება ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის, ცუნამისა და ატომურ რეაქტორ „ფუკუსიმა 1"-ზე მომხდარი ზიანითაა განპირობებული.
ტოკიო დარჩენილ თანხებს საკუთარი ქვეყნის აღდგენას მოახმარს.
შეგახსენებთ, 2011 წლისთის იაპონია დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებდა საზღვარგარეთის ქვეყნების დასახმარებლად. ამასთან, იაპონიის ხელისუფლება 16 საერთაშორისო ორგანიზაციაში შენატანსაც შეამცირებს.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტაკეაკი მაცომოტოს თქმით, იაპონია ძალიან წუხს, რომ განვითარებად ქვეყნებს თანხებს უმცირებს, თუმცა ეს ქვეყნის გამოუვალი მდგომარეობით აიხსნება.