ლუდმილა გურჩენკოს ქალიშვილმა მარია კოროლიოვა მემკვიდრეობის მისაღებად ცნობილი ადვოკატი შოთა გორგოძე დაიქირავა. კანონის შესაბამისად მას შეუძლია პრეტენზია ქონების 25% ზე განაცხადოს.
"ჯერ ზუსტდება მემკვიდრეთა წრე, არ შემიძლია ვთქვა, თუ რაზე ექნება პრეტენზია მარიას, მაგრამ, დაზუსტებით ვიტყვი, ყველაფერს ვიღონებ, რომ ქონება სამართლომდე დავაყადაღოთ", -განაცხადა ადვოკატმა.
მსახიობის მეუღლეს სერგეი სენინს არც თუ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა მარიასთან. თუმცა ბოლო ხანებში შვილი და მამინაცვალი დროდადრო ურეკავენ ერთმანეთს.
ცნობილი,რომ სენინს აინტერესებდა მარიას გეგმები მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ნათესავების ნაამბობით, ლუდმილა გურჩენკო შეძლებული ქალბატონი გახლდათ. მის საკუთრებაში იყო 15 მილიონ რუბლად შეფასებული ბინები მოსკოვში, მდა 10 მილიონად შეფასებული აგარაკი.
"ახლა ძალინ ბევრი ცდილობს ლაფში ამოსვაროს მარია ბორისის ასული", - აცხადებს გორგოძე და დასძეინს, "მე მინდა აღვკვეთო ეს უმსგავსოება. დიახ მარია იბრძოლებს მემკვიდრეობისთვის. მაგრამ, არა მისთვის, დამიჯერეთ მას არაფერი ჭირდება, არამედ შვილიშვილისთვის, რომელიც როგორც ორი წვეთი ისე გავს დიდ ბებიას".