კლიენტების მიზასიდად „რეფერალურმა ჰოსპიტალმა" ახალი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარგად აპრობირებული ე.წ. "Hospital Lottary"-ის, ქართული ანალოგის ფარგლებში, 97 პრიზი გათამაშდება, მათ შორის მთავარი პრიზი - 25 000 ლარი.
როგორც „რეფერალური ჰოსპიტალის" მენეჯმენტი აცხადებს, მკურნალობის გარდა პაციენტებს წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. გათამაშება ჩატარდება თვეში ერთხელ და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემა ყველა იმ პაციენტს, რომლის მკურნალობის ღირებულებაც 400 ლარს შეადგენს. „რეფერალური ჰოსპიტალში" დახარჯულ ყოველ 400 ლარზე პაციენტს, გათამაშებაში მონაწილეობისათვის თითო ბილეთი გადაეცემა
შეგახსენებთ, რომ "რეფერალური ჰოსპიტალი" პოლონურმა კომპანია "ზე ვანმა" 2010 წლის ნოემბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 550 ათას დოლარად იყიდა.
"რეფერალური ჰოსპიტალის" საწყისი ღირებულება 0,5 მლნ დოლარს შეადგენდა და მისი საწესდებო კაპიტალი 1 მლნ. 939 ათას 338 ლარით იყო განსაზღვრული. იმ დროისათვის ობიექტს 166 ათას 188 ლარს დებიტორული დავალიანება და 333 ათას 255 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნდა.