დღეს, 26 აპრილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბირთვული კატასტროფიდან - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიიდან 25 წელი შესრულდა.
უკრაინაში კატასტროფის 25 წლისთავის არსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
კიევში რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა კირილმა ჩერნობილის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიელებლად პანაშვიდი გადაიხადა.
ჩერნობილის ტრაგედიის მემორიალთან ასობით ადამიანი იყრის თავს.
შეგახსენებთ, რომ ჩერნობილისატომური ელექტროსადგურის ავარიის მიზეზად წარუმატებელი ექსპერიმენტი სახელდება.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად ატმოსფეროში 400-ჯერ მეტი რადიაცია მოხვდა ვიდრე აშშ-ის მიერ ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის დროს.
რადიაციულმა დაბინძურებამ მნიშვნელოვანი შედეგები იქონია უკრაინაში, ბელორუსში, რუსეთში, დასავლეთ საქართველოში და ევროპის რიგ ქვეყნებში.
აეს-ის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონიდან 115 ათასი ადამიანი იქნა ევაკუირებული.
მასალის გამოყენების პირობები