აშშ-ის სეისმოლოგები განგაშს ტეხენ: ოკეანეში მყარი შრეების მოძრაობამ შესაძლოა კატაკლიზმები გამოიწვიოს, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მრავალ დასახლებულ პუნქტს გაანადგურებს.
ორეგონის უნივერსიტეტის ტექტონიკური აქტივობისა და მიწისქვეშა კარტოგრაფიის ლაბორატორიის სპეციალისტების მონაცამებით, აშშ-ის ნაპირებთან ახლოს მოსალოდნელია მიწისისძვრა, რომლის ძალა 8 მაგნიტუდაზე მეტი იქნება.
საუბარია ვანკუვერიდან ჩრდილოეთ კალიფორნიამდე არსებულ ტერიტორიაზე სადაც მიწისძვრას აუცილებლად მოყვება ცუნამი და "აფთერშოკების" სერია, რომელიც სანაპირო ზოლის გასწვრივ ათობით პატარა ქალაქს განადგურებს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლოს ამ ადგილებში ძლიერი მიწისძვრა 300 წლის წინ მოხდა. რიგი მეცნიერებისა მიიჩნევს რომ ძლიერი ნგრევა მოსალოდნელი არ არის და ისინი მხოლოდ 45 %-ით ემხრობიან 8 ბალიანი მიწისძვრის შესაძლებლობას. 9 ბალიანის მიწისძვრის შესაძლებლობა კი მათი ვარაუდით 15 %-ია.