დღეს, 26 აპრილს, სამშაბათს, 12:00 პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ოფისში, რუსთაველის 21-ში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: VI საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელსაც უმასპინძლებს თბილისი, ზუგდიდი, გორი და ბათუმი.
ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და "აკაკი რამიშვილის ფონდი - ტრადიცია და ინოვაცია".
სამხატვრო ხელმძღვანელია ალექსანდრე კორსანტია.
გალა კონცერტზე შედგება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II მუსიკალური ნაწარმოების "SANCTUS" პრემიერა
მასალის გამოყენების პირობები