დღეს, 26 აპრილს, საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრილოლ ვაშაშე სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვევა.
სომხეთის საგარეო უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, ვაშაძე ერევანში შეხვედრას გამართავს თავის სომხეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან.
"განხილული იქნება სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სერჟ საგსიანისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის მიმდინარეობა", - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების პრესამსახურის ინფორმაციაში.
სომხური მედია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს არის მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ქვეყნის ტერიტოროაზე რუსეთის სამხედრო ტქენიკის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.