აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამერიკელებში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.
ამის შესახებ CNN-ის დაკვეთით GULLUP-ის მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს. სოციოლოგიური მონაცემების მიხედვით, კლინტონის მიმართ დადებითად არის განწყობილი ამერიკელების 62%. ბარაკ ობამას რეიტინგი კი 6%-ით დაბალია და მის მოღვაწეობას ოზიტიურად 56% აფასებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თეთრ სახლში ბარაკ ობამას მისვლის შემდგონმ მისი პოპულარობა 22%-ით დაეცა, ხოლო ჰილარი კლინტონის რეიტინგი მხოლოდ 3%-ით შემცირდა.
ჩNN-ის სოციოლოგიური სამსახურის განმარტებით, კლინტონის პოპულარობაში განსაკუთრებუილი არაფერია, რადგან მისი წინამორბედები კოლინ პაუელი და კონდოლიზა რაისიც პოპულარობით თავიანთ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მნიშვნელოვნად უსწრებდნენ.
პრეზიდენტ ბილ კლინტონის დიპლომატიური უწყების ხემლმძღვანელი, მად;ენ ოლბრაიტი8 სევე უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ბილ კლინტონი. გამოკითხვა 1-4 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 1013-მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სოციოლოგიური ჯგუფის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებში ცდომილება + _ 4%-ია.