ხვალ, 26 აპრილს, 12 საათზე, "ლისი დეველოპმენტი" და "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში,"
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამერიკული აკადემიის შენობის საძირკველის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალს უმასინძლებენ.
ლისი დეველოპმენტი ახალი, მწვანე ქალაქის განვითარებას ამერიკული აკადემიისათვის ახალი კამპუსისა და ლისიუბნის პირველი ეტაპის მშენებლობით იწყებს. ლისი ეკოლოგიური ქალაქია ქალაქში, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურითა და ახლებური, დახვეწილი არქიტექტურით. იგი აერთიანებს განახლებულ ლისის ტბას, საცხოვრებელ უბნებს, ტაძარსა და საგალობლების ცენტრს, სპა ცენტრს, ბრიჯ-ჰაუზს (შემოქმედებითი სახელოსნოებით)
ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა, გივი ზალდასტანიშილმა დაარსა. მიმდინარე 2011 წელი ამერიკული აკადემიის საიუბილეო წელია - სკოლას ათი წელი შეუსრულდა.
აკადემიამ არსებობის ათი წლის მანძილზე განვლო გზა კარგი იდეიდან საუკეთესო სკოლის წოდებამდე.
აკადემიას 290 კურსდამთავრებული ჰყავს; მათი უმრავლესობა ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, როგორიცაა - ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, კოლუმბიის, ბრაუნისა და ემორის უნივერსიტეტები, ამერიკის სამხედრო და საზღვაო აკადემიები, ბოკონის უნივერსიტეტი მილანში, ამერიკის უნივერსიტეტი პარიზში, ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა ლონდონში, სენტ ენდრიუსა და ედინბურგის უნივერსიტეტები შოტლანდიაში და მრავალი სხვა.
გასული წლის გამოსაშვები კლასისათვის ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა შეღავათმა სტიპენდიების სახით 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
აკადემიას ამჟამად, სკოლის ახალი ტიპის შენობით აკადემია იქნება არა მხოლოდ სამაგალითო საგანმანათლებლო კერა, არამედ ეკოლოგიურად გამორჩეული ადგილიც. ე.წ. მწვანე კონცეფციით აგებულ შენობაში გამოყენებული იქნება ენერგიის დაზოგვის პრინციპები : ბუნებრივი განათება, გეოთერმული გათბობა, სპეციალური საკონტროლო სისტემები და ენერგიის დამზოგავი მასალები - ყოველივე ეს თავს მოიყრის შენობის დახვეწილ არქიტექტურაში.
ახალი სკოლის შენობა 4 ათასამდე კვადრატულ მეტრს დაიკავებს და აკადემიაში 280 მოსწავლე ისწავლის.ამერიკული აკადემიის მშენებლობა 2012 ოქტომბერში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები