იაპონიის მთავრობამ დაიწყო უმსხვილესი ოპერაცია 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგას უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად.
ხელისუფლების მონაცემებით, ამჟამად, უგზოუკვლოდ დაკარგულად 11 ათას 900 ადამიანი ითვლება.
მასშტაბური საძიებო ოპერაცია 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ მესამედ ტარდება და მასში 25 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
იაპონიის სამხედრო და სამაშველო ძალების გარდაც მასში ჩართულია აშშ-შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც.
აღნიშნული ეტაპი კიდევ 2 დღე გაგრძელდება.
იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცუნამის შედეგად დაკარგულთა ძიება უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს ვიდრე მიწისძვრის შედეგად დაკარგულთა მოძიება. რადგანა ვარაუდის დონეზეც კი ძნელია იმის დადგენა თუ სად შეიძლება აღმიჩნდეს კონკრეტული პირის ცხედარი.
ოპერაციაში ჩართულია 90 მფრინავი საშუალება, სანაპირო ზოლთან მუშაობს 50 გემი და 100 მყვინთავი.