ფსიქოლოგიის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინტერნეტტექნოლოგიებით გადაჭარბებული გატაცება არა მარტო უარყოფითად აისახება ადამიანის გონებაზე, არამედ გონებრივი განვითარების საერთო მოდელს არღვევს.
როგორც დასავლელი სწავლულები განმარტავენ, კომპიუტერის, ნოუთბუკის, სმარტფონების და მსგავსი ტექნიკის მუდმივი გამოყენებისას თანამედროვე ადამიანი სააზროვნო პროცესის მოთხოვნილებას ვეღარ განიცდის, რაც თავის ტვინის მიერ ინფორმაციის "გადამუშავებაზეა" პასუხისმგებელი.
სპეციალისტთა აზრით, ადამიანის ტვინი ინტერნეტიდან მიღებული აბსოლუტურად უსარგებლო უზარმაზარი ინფორმაციის გაფილტვრას ვერ ასწრებს, რის გამოც საჭირო მონაცემებს ვერ იმახსოვრებს.