"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პირველები ავიდნენ და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და პარტიის სხვა წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"რუსეთთან ომის მძიმე შედეგები საქართველოს კიდევ დიდხანს შეახსენებს თავს. ყველაზე დიდი ტკივილი სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცებია, ეროვნული გმირები, რომელთა ბრძოლა და თავგანწირვა სათანადოდ მხოლოდ მაშინ დაფასდება, როცა ჩვენ იმ მიზანს მივაღწევთ, რისთვისაც ისინი დაიღუპნენ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები