"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერებმა მარტოხელა დედას შორენა ბერიანიძეს აღდგომა მიულოცეს. ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ და გიორგი ახვლედიანმა ოჯახს სააღდგომო საჩუქრები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. ლიდერები ბერიანიძეების ოჯახს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსახვედრად ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.
"ქრისტიან-დემოკრატები ამ კუთხით არაერთ ოჯახს დავხმარებივართ და იმედი გვაქვს, რომ ბერიანიძეების შემთხვევაშიც სოციალური მომსახურების სააგენტო გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას და ოჯახის მდგომარეობას"- განაცხადა თარგამაძემ.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის ერთ-ერთ პატარა წევრს, საბას, ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია კეთილთვისებიანი სიმსიმნეს ამოსაკვეთად. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ბავშვს ოპერაცია დროულად ჩაუტარდეს.