აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 აპრილს გამოიდარებს, თუმცა აპრილის ბოლომდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამინდის ცვალებადობას სამხრეთიდან დაბალი წნევის და ჩრდილოეთ კავკასიიდან ცივი მასების ურთიერთქმედება განაპირობეს.
დედაქალაქში 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე, ხოლო კახეთში 14-16 გრადუსამდე გათბება.