მეცნიერებმა გეოგრაფიულ რუკაზე 657 ახალი კუნძული მონიშნეს, რომელთა განლაგებაც დღემდე ზუსტად დადგენილი არაა. ახალი მონაცემები Journal of Coastal Research-შია დაბეჭდილი.
თანამგზავრის უკანასკნელი მონაცემებისა და ტოპოგრაფიული რუკების გაანალიზების შემდეგ ექსპერტებმა 600-ზე მეტი კუნძული აღმოაჩინეს, რომლებიც ადრე გამოტოვებული იყო. მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 21 ათასი კილომეტრია. თუმცა ბევრი მათგანის მოცულობა ზღვის ზემოქმედების შედეგად დროთა განმავლობაში იცვლება.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სამომავლოდ ისინი გაცილებით მეტ ბარიერულ კუნძულს აღმოაჩენენ.