ბოლო 34 წლის განმავლობაში, ერთი ფუნტი ყავის ფასმა (დაახლოებით 0,45 კგ) 3 დოლარს გადააჭარბა. ფასის ზრდა ყავა „არაბიკას" მწირმა მოსავლმა განაპირობა. ფასის ზრდა გამოიწვია ასევე განვითარებად ქვეყნებში: ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიასა და ბრაზილიაში მაღალხარისხიან ყავაზე მოთხოვნის ზრდამ.
The Guardian- მონაცემებით, ბირჟაზე იზრდება იმ გარიგებებეის წილიც, რომელზე კონტრაქტებიც დოლარში ფორმდება.
ბოლო 7 თვის განმავლობაში, ყავაზე ფასები 2 ჯერ გაიზარდა. მსოფლიო მარაგების შემცირების გამო, ფასების ზრდა ისევ მოსალოდნელია. ყავის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყავის მარაგებმა 50 წლიან მიმუმს მიაღწია.
მაღაზიის დახლებზე ყავის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, წერს The Guardian.
ყავის ფასმა, ბოლოს 3 დოლარს 1977 წელს მიაღწია, როდესაც ბრაზილიაში ყინვების გამო 1975 წლის მოსავალი განადგურდა. ბრაზილია ყავის ერთ-ერთი მხვილი მწარმოებელია და მას საერთაშორისო ბაზრის 1/3 უკავია.