სააღდგომო ეპისტოლეში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II ქვეყანაში ზნეობრივ გარემოს შექმნას ხელისუფლებას აკისრებს და აღნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასა და მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული.
"როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით _ მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ", _ ნათქვამია ეპისტოლეში და პატიარქი იქვე არნიშნავს, რომ ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე და დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა.
"ყადვილდებათ მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება... არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. `სუროგატი დედების~ ინსტიტუტის შექმნა~ უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის", _ ნათქვამია ეპისტოლეში.