ფრანგული ჟურნალი Closer-ი იტყობინება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე კარლა ბრუნი-სარკოზი ბავშვს ელოდება.
სანდო ინფორმაცია ჟურნალს საფრანგეთის პირველ წყვილთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ბიჭი დაიბადება თუ გოგო. ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პირველი ლედი ფეხმძიმედაა", _აცხადებს სარკოზებთან დაახლოებული პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, სარკოზიმ და ბრუნმა ახლობლებს სთხოვეს, ამ ფაქტის გახმაურებისგან თავი შეეკავებინათ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ 43 წლის მოდელი კარლა ბრუნი უკვე მეორედ გახდება დედა.
ნიკოლა სარკოზისთვის კი ეს მეოთხე ბავშვი იქნება.