საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კამერონთან ერთად, ლივიელი ამბოხებულების ფორ-პოსტის ქალაქ ბენღაზის მონახულებას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ელისეის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ იგი წავა იქ", _ იუწყება წყარო და დასძენს, რომ ვიზიტი უკვე მზადდება. იგი ხანმოკლე იქნება, მაგრამ მაისის პირველ ნახევარში შედგება", - განაცხადა წყარომ.
ელისეის სასახლეში ასევე აღნიშნავენ, რომ სარკზს ბენგაზში ჩასვლა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სურს. "აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნდა იყოს ფრანკო-ბრიტანულ ინიციატივა", _ აცხადებს წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ სწორედ პარიზმა აღიარა პირველმა ამბოხებულების მთავრობა ბენღაზში. სარკოზი კი ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მთავარ ინიციატორად მიიჩნევა.