იაპონიაში მიწისძვრა კვლავ განმეორდა. 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში დღეს დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთით, კუნძულ ჰონსიუსთან, იბარაქის პრეფექტურაში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. არ დაზიანებულა არც ფუკშიმას ატომური სადგური, სადაც რადიაციის გაჟონვის შესაჩერებლად ამ წუთებშიც მუშაობენ.