სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ლიბიელ ამბოხებულთა მიერ დაკავებულ დედაქალაქ ბენგაზში იმყოფება, ამბოხებულთა ხელისუფლების აღიარების მოწოდებით გამოვიდა.
„ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი აშშ-ს მოვუწოდებ, რათა მან ლიბიელი ხალხის ლეგიტიმური ინტერესების გამტარებლად ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო აღიაროს",_აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, ბენგაზში მან შესანიშნავი მაგალითი იხილა, თუ როგორ უნდა იყოს თავისუფალი ლიბია.
ამასთან, მაკკენმა ამბოხებულები „დიდებულ მებრძოლებად" მოიხსენია. მანვე განაცხადა, რომ მეამბოხეთა შორის ისლამისტები და „ალ-ქაიდას" აგენტები არ არიან, როგორც ამას ტრიპოლი აცხადებს.
„პირიქით, ესენი ლიბიის პატრიოტები არიან, რომელთაც თავიანთი ხალხის გათავისუფლება სურთ. ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ",_დაასკვნა სენატორმა.
მისი აზრით, ამ მიზნით ამბოხებულები იარაღით უნდა უზრუნველყონ და მათ ორგანიზებაში დაეხმარონ. ამასთან, სენატორმა ლიბიის მოსახლეობის დაცვის მიზნით ავიადარტყმებისა და დაბომბვის გააქტიურებისკენ მოუწოდა ნატოს.
Associated Press,-ის ინფორმაციით, მაკკეინის მიერ მეამბოხე ხელისუფლების აღიარების საკითხი თეთრ სახლთან შეთანხმებული არ არის. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ახალი ლიდერები თავად ლიბიელმა მოსახლეობამ უნდა აირჩიოს და არა სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ.