ნატოს ავიაციამ ტრიპოლის ცენტი დაბომბა. ლიბიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის მუსა იბრაგიმის განცხადებაზე დაყრდნობით, ბი-ბი-სი იუწყება, რომ ბომბი იმ ავტოპარკინგს დაეცა, სადაც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთ-ერთი თავშესაფარი მდებარეობდა. კეძოდ, ბაბ ელ-აზიზის სამხედრო ბაზის მახლობლად.
ლიბიის ხელისუფლების მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.
ცნობისთვის, ამ დღებში მუსა იბრაგომი იუწყებოდა, რომ ლიბიის სამოაქალაქო მოსახლეობას ნატოს ჯარების სახმელეთო შემოჭრის შემთხვევაში იარაღს დაურიგებდნენ.
„მრავალი ქალაქის მცხოვრებლებმა ინტერვენციის წინააღმდეგ თავდაცვის მიზნით რაზმები უკვე ჩამოაყალიბეს. თუკი ნატო მისურატში ან ლიბიის ნებისმიერ ქალაქში გადმოსხამს ჯარებს, ჩვენ დამპყრობთა წინააღმდეგ ნამდვილ ჯოჯოხეთს მოვაწყობთ, რაც ერაყზე ათჯერ ძლიერი ცეცხლის ზღვა იქნება",_აღნიშნა იბრაგიმმა.
მისი თქმით, ლიბიელები ამბოხებულებს კი არ შეებრძოლებიან, არამედ_ ნატოს ჯარს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ლიბიის ხელისუფლებას საბრძოლო მოქმედებებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოსკოვში ვიზიტის დროს გაეროს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამჟამად ამ ორგანიზაციის პრიორიტეტი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის მხრივ მოლაპარაკებების მიღწევაა, რის შემდეგაც ლიბიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება მისაწვდომი გახდება.