7 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ბრაზილიაში. კატასტროფა მცირემოტორიანმა თვითმფრინავმა ქალაქ მანაუსაში განიცადა. უბედური შემთხვევა თვითმფრინავის აფრენისთანავე მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საფრენმა აპარატმა სიმაღლის აკრეფა ვერ მოახერხა და საფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა.
დაღუპულთა შორის ერთი 12 წლის მოზარდია. მომხდარის მიზეზებს გამოძიება ადგენს.