სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებმა ათასობით დემონსტრანტს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ დასავლური მედიასაშუალებები იტყობინებიან.
სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი ერთბაშად სამ ქალაქში, დამასკოში, ჰომსაში და ჰამაში გაუხსნეს.
დემონსტრანტები ბაშარ ალ-ასადის გადაყენებასა და 50-წლიანი საგანგებო მდგომარეობის მოხსნას ითხოვენ.
როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, საპროტესტო აქციების შემდეგ დაწყებულ შეტაკეკებს 200 ადამიანი ემსხვერპლა.