ამერიკელ სამხედრო ოფიცერ, მაიკ მულენის განცხადებით, კოალიციის საჰაერო შეტევების შედეგად მუამარ კადაფის სახმელეთო ჯარების 40 პროცენტი დეგრადირებულია.
"ჩვენმა შეტევებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მუამარ კადაფის ძალებს. კოალიციის შეტევების შედეგად ლიბიის სახმელეთო ძალების 30-40 პროცენტი დეგრადირებულია. მიუხედავად ამისა, ბრძოლა ისევ მიმდინარეობს", - განაცხადა მულენმა.
მისი თქმით, ლიბიის ოპოზიციას ალ-ქაედასთან არანაირი კავშირი არ აქვს.