საფრნაგეთი შენგენის შეთანხმების შეჩერების საკითხს განიხილავს. შესაბამისი თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანას ტუნისიდან და ლიბიიდან ლტოლვილების უპრეცენდენტო რაოდენობის შესვლა დაემუქრა.
საფრანგეთში, სადაც ტუნისის ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს, იტალიის გავლით უკვე ჩავიდა 22 ათასი ტუნისელი დევნილი.
გასულ კვირას იტალიიდან ტუნისელი დევნილებით დატვირთული მატარებლის გადასვლის მცდელობამ პარიზსა და რომს შორის ვითარება დაძაბა. მოგვიანებით საფრანგეთმა საზღვრები ადამიანის უფლებათა დამცველებისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედებით გახსნა.
შენგენის ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანაში არსებული საფრთხის შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ 30 დღით შემოიღოს საზღვრის თავისუფალი გადაკვეთის შეზღუდვის წესები.