ნიუ-იორკში იაპონიის გენერალურმა საკონსულომ The New York Times-ის რედაქციის მისამართით სპეციალური ნოტით პროტესტი გამოხატა.
პუბლიკაცია, სათაურით "რადიაცია", გაზეთში კარიკატურასთან ერთად იყო დაბეჭდილი, სადაც ფიფქია, რომელსაც ხანშიშესული ქალბატონი ვაშლს სთავაზობს, კითხულობს: "ერთი წამით, თქვენ შემთხვევით იაპონიიდან ხომ არ ხართ?" ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით, ფიფქია მოწამლული ვაშლის მოკბეჩის შემდეგ ძილს მიეცემა.
საკონსულოს აზრით, ასეთმა გადაკრულმა სიტყვებმა "აშშ-ის მოქალაქეებში იაპონიიდან შემოტანილ სასურსათო პროდუქტთა მიმართ, შესაძლოა, უსაფუძვლო შიში გამოიწვიოს".
შეგახსენებთ, კარიკატურა გაზეთ International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა, რომელიც The New York Times-ს ეკუთვნის.