"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს რკინიგზის სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. გიორგი ახვლედიანმა, ინგა გრიგოლიამ და ჯაბა სამუშიამ აფხაზეთიდან დევნილ 85-მდე ოჯახს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
"ეს ხალხი აქ უკვე 18 წელია ცხოვრობს და უამრავი დაპირების მიუხედავად, დღემდე ვერ ახერხებენ ფართების დაკანონებას. მათი ბედით ხელისუფლება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ინტერესდება, გასცემს დაპირებას და დანაპირების შესრულებაზე აღარავინ ზრუნავს. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ ოჯახების საკითხის გადაწყვეტას, მანამდე კი შევეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ უმძიმესი სოციალური მდგომარეობა" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.