დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, სოციალურად დაუცველ ხუთშვილიან ოჯახს ესტუმრნენ.
კვეზერლმა ოჯახს, სამ ჰექტრ მიწის ფართობზე დასათესად, ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი გადასცა, იმერეთის გუბერნატორმა კი, წინასააღდგომოდ, საჩხერეში გახსნილი ახალი საწარმოს "დეზებიანი მამალი" გამოშვებული პროდუქცია: კვერცხი, ქათამი, ასევე ტკბილეული და ფულადი დახმარება 1000 ლარი.