ბრიტანელმა ტურისტმა რომელიც აშშ-ს შტატ ფლორიდაში დასასვენებლად იმყოფებოდა მე-4 სართულიდან გამოვარდნილი ბავშვი დაიჭირა. როგორც მოგვიანებით გაირკვა 16 თვის ჯა-ლი მაილსი აივნის გისოსებში გაძვრა, გადავარდა და იგი ჰეილი ბირდმა დაიჭირა.
ბირდის თქმით იგი იმყოფებოდა ორლანდოში სასუმროს აუზის ტერიტორიაზე როდესაც დაინახა აივნის გისოსებზე დაკიდებული ბავშვი და მისი მიმართულებით გაიქცა.
ბავშვმა ვერ შეძლო გისოსზე დამაგრება, გადმოვარდა და ბრიტანელმა დაიჭირა.
სავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვს გამოკვლევა ცაუტარდა და მას არავვითარი ტრამვა დაჟეჟილობა და ნაკაწრიც კი არ აღმოაჩნდა. ბავშვის 20 წლის დედა ჰელენა მაილსი აცხადებს, რომ ბავშვთან ინციდენტის დროს მისი მეგობარი იმყოფებოდა რომელმაც ტავის მხრივ განაცხადა რომ სულ რამდენიმე წამით შევიდა აბაზანაში შემდეგ მოესმა ყვირილი და როგორც კი აივანზა გავიდა დაინახა რომ ბავშვი სხვას ეჭირა ხელში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში პარიზში 1,5 წლის ბავშვი მე-8 სართულზე საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა და შემთხვევითმა გამვლელმა დაიჭირა.