დიდი ოდენობის ნალექის გამო მტკვარმა კალაპოტი შეიცვალა. ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით კირკიტაძის განცხადებით, დინებამ მიმართულება გარდაბნის რაიონში, სოფელ აღთაკლიასთან შეიცვალა და კალაპოტმა 50 მეტრით გადაიწია. აღნიშნულის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის გაყვნა მოხდა.
ამასთან, მდინარემ მტკვარმა წუხელ ცხრა სახლს საძირკველი გამოუთხარა. ადგილობრივთა განცხადებით, დანგრევის საფრთხე მდინარის პირზე განთავსებულ 80-მდე შენობასაც ემუქრება.
დილიდან სოფელ გაჩიანში მობილიზებულია ტექნიკა, ადგილზე მუშაობენ გარემოს დაცვის სამინისტროს, რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. სტიქიის ადგილზე ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც ჩავიდა.
"ნაპირსამაგრი ღონისძიებები სოფელ გაჩიანში სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს. მტკვრის ნაპირის გამაგრება სამშენებლო მასალით დროებით მოხდება", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.