უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა იური ლუცენკომ რომელიც სასამართლომ მცირე ხნის წინ მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა დაპირებული შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ნაროდნაია სამოობორონას" პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც ლუცენკო ხელმძღვანელობს.
ლუცენკოს ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ამავე დროს უკრაინის გენპროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუცენკოს მიმართ, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ კიდევის სააპელაციო სასამართლომ, უკრაინის გენპროკურატურის თხოვნით კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა ყოფილი მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვების ვადა.
ლუცენკოს ადვოკატები და მომხრეები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობა სასტიკადაა გაუარესებული და მისთვის სასჯელის ზომაა შესაცვლელი.