რესპუბლიკელმა ჯონ ენსაინმა საჯაროდ აღიარა, რომ ქორწინებისგარეშე ურთიერთობა ჰქონდა და თავისი საყვარლის მეუღლეს ნევადას შტატში პრესტიჟული სამუშაო უშავა. სწორედ ამ შტატიდან მოხვდა სენატორი ენსაინი პოლიტიკაში.
ამერიკული მედიასაშუალებების მონაცემებით, საყვარელი ქალი და მისი მეუღლე გაჩუმების სანაცვლოდ სენატორისგან მილიონ დოლარს მოითხოვდნენ. დიდი ხნის მანძილზე ენსაინი თანხის მიცემაზე უარს ამბობდა, თუმცა მოგვიანებით დახლოებით ასი ათასი დოლარი გადაიხადა.
ამ სკანდალური ამბის შემდეგ სენატორმა საკუთარი ნებით დატოვა პოსტი, ისე, რომ ეთიკის კომიტეტის კვლევის შედეგებს არ დალოდებია.