აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ ქეთევან კაჭარავამ დღეს, დიღომში, ტურბაზა "დიღომში" ჩასახლებულ ფახაზეთიდან დევნილებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცა.
როგორც ქეთევან კაჭარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტურბაზა "დიღომში" მცხოვრები ბავშვების პრობლემების შესახებ ორი კვირის წინ შეიტყო, როცა აღნიშნულ ჩასახლებაში ბავშვთა ოთახში სასწავლო პროცესს დაესწრო.
"ორი კვირის წინ ვიმყოფებოდი ამ კომპაქტურ ჩასახლებაში და ბავშვების მეცადინეობას დავესწარი. მათ არ ჰქონდათ საჭირო ინვენტარი. ბავშვებს დავპირდი, რომ მათ მოსანახულებლად ისევ დავბუნდებოდი. დღეს კი ბავშვებს ტკბილეულთან და სასურსათო პროდუქტებთან ერთად სასკოლო ინვენტარიც გადავეცი", - განაცხადა ქეთევან კაჭარავამ.
იგი ასევე ტურბაზა "დიღომში" მცხოვრებ დევნილებსაც გაესაუბრა. დევნილებმა მას თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს გულისხმიერებისათვის.