USAID-ის, ,,კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" (CENN) და ფონდ ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" (PfRS) ინიციატივით ვარდების რევოლუციის მოედანზე ,,დედამიწის დღე" აღინიშნა.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიების „მწვანე" მანქანების გამოფენა გაიმართა. აღნიშნული ტიპის მანქანები სპეციალურად ამ დღისთვის შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: საწვავის ეკონომიურობა, მცირე ზომა, რაც საცობების შემცირებას უწყობს ხელს და ნაკლები გამონაბოლქვის გამომყოფი მანქანა. აქციის მიზანი იყო , ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია. ასევე დარიგდა საინფორმაციო ტიპის ფლაერები, სადაც ახსნილი იყო, თუ რამდენად ზემოქმედებს ტრანსპორტის გამონაბოლქვი გარემოზე და კლიმატზე.