ფილიპინების მაღალმთიან რეგიონში ძლიერი მეწყერი მოხდა. მეწყერის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ათეული ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ყველაზე ძლიერი მეწყერი მინდანაოს რეგიონში, სოფელ კინგკინგში მოხდა. ხალხი ტალახისა და ლოდების ქვეშ არის მოქცეული. 6 ადამიანი საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით მოათავსეს. სამაშველო სამსახურები დაკარგულებს ეძებენ. მათი თქმით, შესაძლოა მათგან უმეტესობა დაღუპული იყოს.