პოლონეთის მოქალაქემ ტომაშ ურინოვიჩმა გამოთქვა სურვილი თავისი ცხოვრება ოფიციალურად დაიკავშიროს სურათს, რომელივ 1955 წელსაა შექმნილი. მისი განმარტებით სურათზე მისი ოცნების ქალია გამოსახული.
37 წლის საქმრომ საკმაოდ მრავალი დრო დახარჯა იმისათვის, რომ მოეძებნა ქალი, რომელიც მხატვარს პოზირებდა ამ ტილოს შექმნის დროს. იგი ასევე ცდილობდა მისი მსგავსი ქალი მაინც მოეძებნა, მაგრამ მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ტომაშ ურინოვიჩი ასევე აცხადებს, რომ თუ მას არ გამოუვა პოლონეთის ტერიტორიაზე ცოლად მოიყვანოს სურათი, რომელზეც გამოსახულია ქალი, რომელსაც ხელში თეთრეულით სავსე კალათა უჭირავს, მაშინ იგი აუცილებლად მოძებნის ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც მას არ ეტყვის უარს ამგვარი ქორწინების დარეგისტრირებაზე.