აშშ-ის სენატორი, ქვეყნის პრეზიდენტობის ექს-კანიდატი ჯონ მაკკეინი ლიბიაში, ამბოხებულთა მთავარ ქალქში, ბენგაზში ჩავიდა.
„ბი-ბი-სი"ს ინფორმაციით, სენატორი ამბოხებულთა ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
მაკკეინმა ლიბიელ ამბოხებულებს, რომლებიც კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან „ჩემი გმირები" უწოდა.
ქალაქის ტერიტორიაზე მაკკეინი ჯანშნიანი მერსედესით, დაცვის თანხლებით გადაადგილდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესში მაკკეინი ლიბიაში სამხედრო ოპერაციში ჩართვის ერთ ერთი აქტიური მომხრე იყო.