კალიფორნიაში, კალვერ-სიტიში მცხოვრები 15 ათასზე მეტი სომეხმა კინოკომპანია Sony Picture-ის შენობის წინ ბარაკ ობამას წინაამდეგ საპროტესტო აქცია გამართა. სომხები აცხადებენ, რომ ობამამ დანაპირები არ შეასრულა და ოსმანთა იმპერიის მიერ სომხების გენოციდი არ აღიარა. მანიფესტაციის მონაწილეები შენობის წინ ლოზუნგებით იდგნენ: "ობამა, შეასრულე შენი დაპირება".
მუსიკოსმა, System of A Down-ის ჯგუფის ლიდერმა და, ამავდროულად, ადამიანის უფლებების დამცველმა სერჟ ტანკიანმა აქციის მონაწილეებს სკანდირება მოსთხოვა იმის შესახებ, თუ 2008 წელს როგორ აცხადებდა ობამა _"როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სომხების გენოციდს ვაღიარებ". მომიტინგეები ამ სიტყვას 15 წუთის განმავლობაში სკანდირებდნენ.
სერჟ ტანკიანის განმარტებით, საპროტესტო აქცია მარტო სომხების გენოციდს კი არა, ზოგადად, ყველა შეუსრულებელ დაპირებას შეეხება.
ამერიკის სომხეთის ნაციონალური კომიტეტის რეგიონალური დირექტორის ენდრიუ კზირიანის თქმით, კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ობამას, რომლითაც მას ლოს-ანჟელესში ვიზიტის დროს მონტებელოში სომხეთის მსხვერპლთა პატივსაცემად გვირგვინი მიტანას სთხოვს.
"თუკი ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევა სურს, სომხური სათვისტომო და აქტივისტები მისგან "სომხების გენოციდის" აღიარებას ელიან. მათი აზრით, კალიფორნიაში ჩასვლისას, რომელიც გენოციდის შემდეგ მილიონი სომხის თავშესაფარი გახდა, პრეზიდენტმა მონტებელოში წამებულთა მემორიალს პატივი უნდა მიაგოს.
აღსანიშნავია, რომ ყველა ადგილობრივმა ტელეარხმა მიტინგის პირდაპირი ჩანაწერი აჩვენა.