რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვარაუდით, ლიბიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაცია ხმელეთზეც გადაინაცვლებს.
"ლიბიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ის სიტუცია, რაც ქვეყანაში ახლაა შექმნილი, გვაფიქრებინებს, რომ სამხედრო ოპერაცია ხმელეთზეც გადაინაცვლოს. ისტორიამ არაერთი შემთხვევა იცის, როცა ყველაფერი სამხედრო ინსპექტორების გაგზავნით დაიწყო. შემდეგ კი მოდიოდნენ არმიები და იწყებოდა ხანგრძლივი ომები, რასაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანი ეწირებოდა. ლიბიაში ამ სცენარის გამეორება ძალიან სარისკო იქნება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
აღნიშნულ კონტექსტში, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიბიის სამხედრო ოპერაციაში ჩართულ კოალიციურ ძალებს მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით იხელმძღვანელონ და "საკუთარ მანდატს არ გადააჭარბონ".